Monday, July 6, 2015

გაკვეთილის გეგმა "ჩვენი საქართველოში"


გაკვეთილის მთავარი თემა:
სტუმართმასპინძლობა 
სწავლების საფეხური
V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
8 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზანი:
მოსწავლე გაეცნოს საქ-ოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელ სტუმართმასპინძლობის წესებსა და ტრადიციებს, შეადაროს ერთმანეთს და პარალელები გაავლოს მათ შორის. განასხვავოს ქართულ ტრადიციებზე დასავლური ან აღმოსავლური კულტურის გავლენა.გაეცნოს აფხაზური სტუმართმასპინძლობის თავისებურებებს.
შედეგები .
საზ. მეც.v.22. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქ-ოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავების გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები.
ინდიკატორები
           ადარებს საქ-ოს ისტორიული მხარეებისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს.
 შედეგები.
საზ. მეც. V .21. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს კულტურის სხვადასხვა კომპონენტები და განიხილოს მათი ურთიერთკავშირი.
ინდიკატორები
           განასხვავებს ქართულ კულტურაზე დასავლური ან აღმოსავლური კულტურის გავლენას.
წინასწარი ცოდნა
იციან ტრადიციის რაობა და მისი მნიშვნელობა ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებაში.  
შეფასების საგანი და პროცედურები
განმსაზღვრელი. საკლასო მუშაობის სქემის მიხედვით. 
.
   
სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები
მე-5 კლასის სახელმძღვანელო ჩვენი საქართველო. (მზია სურგულაძე, ნინო მინდაძე, ვაჟა ნეიძე, კობა ხარაძე )
დაფა, ცარცი, 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა N 1
განვლილი მასალის ახალთან დაკავშირება კითხვებზე-პასუხით.
1.რას ნიშნავს სიტყვა ტრადიცია?
2.რა გავლენას ახდენს ტრადიციებზე დრო?
3.რა როლს ასრულებს ტრადიციები ქართველი ხალხის ცხოვრებაში?
4.რომელ ქართულ ტრადიციებს  შეაფასებდით დადებითად ან უარყოფითად? რატომ ?
 აქტივობაN 2
ახალი გაკვეთილის თემის გაცნობა და
მასწავლებლის მინი ლექცია.
ტრადიციები შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. დადებითი ტრადიციები ხელს უწყობს საზოგადოების წინსვლას,მეორე კი აფერხებს მას. სტუმართმასპინძლობა საქ-ოს ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა. ქართველები ოდითგან განთქმულები იყვნენ სტუმართმოყვარეობით და სტუმართმასპინძლობაც საუკეთესო იცოდნენ. გამოთქმა -,,სტუმარი ღვთისაა“ საქართველოში სტუმრისადმი დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს. ამ გამოთქმას ქრისტიანული არსით ხსნიან და უქონელისა და უპოვარის მიღება-გამასპინძლებაში ღვთაებრივი სტუმრის პატივისცემას გულისხმობენ.
სტუმარი უწინ მხოლოდ უცხოს, შორიდან მოსულს გულისხმობდა. მოგვიანებით მან ახალი მნიშვნელობაც შეიძინა და საერთოდ იგი ოჯახში მოსულ,წვეულ ადამიანს აღნიშნავს.
აქტივობაN 3
ჯგუფებში მუშაობა
პირველი ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას თემაზე როგორი დამოკიდებულება არსებობდა სტუმრისადმი საქ-ოს სხვადასხვა კუთხეებში.
მეორე ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას თემაზე ,,აფხაზური სტუმართმასპინძლობის წესები“
აქტივობაN 4
პრეზენტაცია
ჯგუფები წარმოადგენენ  თავიანთ ნამუშევარს.
  აქტივობაN 5
თემის შეჯამება
მოსწავლეები გამოხატავენ გაკვეთილზე მიღებულ შთაბეჭდილებებს.
აქტივობაN 6 
საშინაო დავალების მიცემა. (გვ. 203 N 4 )

Saturday, July 4, 2015

პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება:,,ტრადიციები და თანამედროვეობა"
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით:  შეისწავლონ საქართველოს კუთხეში არსებული ძველი და ახალი ტრადიციები, რა გავლენას ახდენს ისინი თანამედროვე ცხოვრებაზე.რა კავშირი აქვს ტრადიციებს რელიგიასთან.
  3. პროექტის აქტუალობა: წარსულში დაბრუნება,იმ ფასეულობების წინ წამოწევა რომელმაც დღემდე მოგვიყვანა.
  4. პროექტის მიზნები: ტრადიციების, კულტურის და რწმენის შესწავლა–გაგება. მოსწავლეები გაიზიარებენ სხვადასხვა კუთხის ტრადიციების თავისებურებებს, რა ადგილს იკავებს ესა თუ ტრადიციები თანამედროვე ცხოვრებაში.
  5. მონაწილეთა ასაკი: 9–18 წ
  6. ვადები/ხანგრძლივობა:1თვე 
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას, უკეთ გაიცნობენ სამეგრელოს კუთხეში არსებულ ტრადიციების თავისებურებებს, მოხდება ფასეულობების გაძლიერება. ისწავლიან ადგილის ისტორიას სხვადასხვა რესურსების გამოყენებით. 
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,ფოტო და ვიდეო მასალები.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადიაქტივობები):მოხდება ინფორმაციების მოპოვება–დახარისხება,ფოტოზე ან ვიდეოზე სხვადასხვა რიტუალების ასახვა.გამქრალი ტრადიციების შეფასება.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგანი ,,ჩვენი საქართველო" –გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ტრადიციებსა და კულტურაზე. დაადგენს რელიგიებისა და ტრადიციების ურთიერთკავშირს
    ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი 
     საზ.მეც.V -VI.22. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქ–ოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება–განსხვავების გამოვლინებები დაგანიხილოს შესაბამისი მიზეზები.
    ადარებს საქ–ოს ისტორიული მხარეებისათვის დამახასიათებელ წეს–ჩვეულებებს.
    საზ.მეც.V-VI.20.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოში არსებული რელიგიები.
     ადარებს საქ–ოს სხვადასხვა მხარეებში არსებულ რელიგიებსა და მათთან დაკავშირებულ რიტუალებს/კულტურულ ტრადიციებს( მაგ. ქორწილი,დაკრძალვა,ახალი წელი).
    ისტ–ში – განუვითარდებათ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი, ჯგუფებში მუშაობის დაპრეზენტაციის უნარი. 
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ს. ნანავა
  12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: sofionanava@gmail.com
  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: sofionanava.blogspot.com