გაკვეთილის
მთავარი თემა:
|
სტუმართმასპინძლობა
|
სწავლების
საფეხური
|
V კლასი
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
8 მოსწავლე
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა / აქტუალობა
|
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
მიზანი:
მოსწავლე
გაეცნოს საქ-ოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელ სტუმართმასპინძლობის წესებსა
და ტრადიციებს, შეადაროს ერთმანეთს და პარალელები გაავლოს მათ შორის. განასხვავოს
ქართულ ტრადიციებზე დასავლური ან აღმოსავლური კულტურის გავლენა.გაეცნოს აფხაზური
სტუმართმასპინძლობის თავისებურებებს.
შედეგები .
საზ.
მეც.v.22.
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქ-ოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავების
გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები.
ინდიკატორები
ადარებს საქ-ოს ისტორიული მხარეებისთვის დამახასიათებელ
წეს-ჩვეულებებს.
შედეგები.
საზ.
მეც. V
.21. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს კულტურის სხვადასხვა კომპონენტები და განიხილოს
მათი ურთიერთკავშირი.
ინდიკატორები
განასხვავებს ქართულ კულტურაზე დასავლური ან აღმოსავლური
კულტურის გავლენას.
|
წინასწარი
ცოდნა
|
იციან
ტრადიციის რაობა და მისი მნიშვნელობა ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებაში.
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
განმსაზღვრელი. საკლასო მუშაობის სქემის მიხედვით.
.
|
სასწავლო
მასალა დატექნიკური რესურსები
|
მე-5
კლასის სახელმძღვანელო ჩვენი საქართველო. (მზია სურგულაძე, ნინო მინდაძე, ვაჟა ნეიძე,
კობა ხარაძე )
დაფა,
ცარცი,
|
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა
N 1
განვლილი
მასალის ახალთან დაკავშირება კითხვებზე-პასუხით.
1.რას
ნიშნავს სიტყვა ტრადიცია?
2.რა
გავლენას ახდენს ტრადიციებზე დრო?
3.რა
როლს ასრულებს ტრადიციები ქართველი ხალხის ცხოვრებაში?
4.რომელ
ქართულ ტრადიციებს შეაფასებდით დადებითად
ან უარყოფითად? რატომ ?
აქტივობაN
2
ახალი
გაკვეთილის თემის გაცნობა და
მასწავლებლის
მინი ლექცია.
ტრადიციები
შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. დადებითი ტრადიციები ხელს უწყობს საზოგადოების
წინსვლას,მეორე კი აფერხებს მას. სტუმართმასპინძლობა საქ-ოს ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა.
ქართველები ოდითგან განთქმულები იყვნენ სტუმართმოყვარეობით და სტუმართმასპინძლობაც
საუკეთესო იცოდნენ. გამოთქმა -,,სტუმარი ღვთისაა“ საქართველოში სტუმრისადმი
დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს. ამ გამოთქმას ქრისტიანული არსით ხსნიან და უქონელისა
და უპოვარის მიღება-გამასპინძლებაში ღვთაებრივი სტუმრის პატივისცემას გულისხმობენ.
სტუმარი
უწინ მხოლოდ უცხოს, შორიდან მოსულს გულისხმობდა. მოგვიანებით მან ახალი მნიშვნელობაც
შეიძინა და საერთოდ იგი ოჯახში მოსულ,წვეულ ადამიანს აღნიშნავს.
აქტივობაN
3
ჯგუფებში მუშაობა
პირველი
ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას თემაზე როგორი დამოკიდებულება არსებობდა სტუმრისადმი
საქ-ოს სხვადასხვა კუთხეებში.
მეორე
ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას თემაზე ,,აფხაზური სტუმართმასპინძლობის წესები“
აქტივობაN 4
პრეზენტაცია
ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს.
აქტივობაN
5
თემის შეჯამება
მოსწავლეები გამოხატავენ გაკვეთილზე
მიღებულ შთაბეჭდილებებს.
აქტივობაN
6
საშინაო დავალების მიცემა. (გვ.
203 N 4 )
|
Monday, July 6, 2015
გაკვეთილის გეგმა "ჩვენი საქართველოში"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment